„ქართული ოცნება“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რამაც 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი იმსხვერპლა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მათ ამ უმძიმეს წუთებში. „აფეთქების შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დარწმუნებული ვართ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, უმოკლეს […]