Sunday, 18 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.47 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს  შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ ჩვენს მომხმარებელს, […]

admin01.04.2020

ჯანდაცვის სამინისტრო: „შეიძლება, სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე დავდგეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით, დონაციის პროცესი გაგრძელდეს“

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სისხლის დონაციების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. კლების ტენდენციის შენარჩუნებამ კი შესაძლებელია, სისხლის პროდუქტების დეფიციტის გამოიწვიოს, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებს სისხლის უანგარო დონაციის აქციების ჩატარების თხოვნით მიმართავენ. მსგავსი აქცია დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. „ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ […]

admin01.04.2020

ავსტრალიაში 60 რეგიონული გაზეთი ბეჭდური სახით გამოცემას წყვეტს

კორონავირუსის პანდემიის გამო, ავსტრალიაში დაახლოებით 60 რეგიონული გაზეთი, მათ შორის, „The Manly Daily“, რომელიც 1906 წლიდან გამოდიოდა, ბეჭდური  სახით გამოცემას წყვეტს. ახალი ამბების მედია ჯგუფმა. „News Corp Australasia“-მ განაცხადა, რომ აღნიშნული გაზეთები მომავალი კვირიდან შეწყვეტენ ბეჭდური სახით გამოცემას და მუშაობას ონლაინ სივრცეში განაგრძობენ. „The Guardian“-ის ცნობით, რეგიონული გაზეთების ბეჭდური სახით გამოცემის შეწყვეტით ათეულობით სამუშაო ადგილის […]

admin01.04.2020

ტრამპი აფრთხილებს ამერიკელებს, რომ წინ „ძალიან, ძალიან მტკივნეული“ დღეები ელოდებათ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა თავისი ქვეყნის მოქალაქეები, რომ წინ „მტკივნეული“ დღეები ელოდებათ. როგორც BBC იუწყება, წინასწარი გათვლებით და შეფასებებით კორონავირუსმა შესაძლოა 250 000 ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლოს მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში. „ეს იქნება ძალიან მტკივნეული – ძალიან, ძალიან მტკივნეული ორი კვირა“, განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, აღწერა რა პანდემია, როგორც „ჭირი“. „მინდა ყველა ამერიკელი […]

admin01.04.2020

მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის […]

admin01.04.2020

გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობამ ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო პასუხისმგებლობა. „ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ […]

admin01.04.2020

„თბილისის მიკროავტობუსი“ საყოველთაო კარანტინის რეჟიმში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს მომსახურებას სთავაზობს

„თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა. „კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ქვეყნაში არსებული მნიშვნელოვანი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა ზემოთხსენებული ტიპის ორგანიზაციისთვის, შემუშავდა მომსახურების ფასის საერთო ფორმულა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ფინანსური სარგებლის გარეშე, შესაბამიასდ, ერთ მიკროავტობუსზე, ყოველდღიური […]

admin01.04.2020

ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან განიკურნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა. მან კლინიკა უკვე დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა. “მეგობრებო, პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით. არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ, უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო […]

admin01.04.2020

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები საქართველოში კომენდანტის საათის დროს მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებით

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები: 🔴 1. რა შემთხვევაშია ავტომობილით გადაადგილება ნებადართული? ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – […]

admin31.03.2020

კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა

კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო. თბილისის მერმა პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქცია გრძელდება და […]

admin31.03.2020