თეა წულუკიანი: „თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურება განახლდა“
თბილისში სამ ლოკაციაზე სანოტარო მომსახურება განახლდა, – აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება თითო ლოკაციაზე შეიძლება. „დღეს დილიდან თბილისში სამ ლოკაციაზე განახლდა სანოტარო მომსახურების გაცემა. ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის ქუჩაზე, ეროვნული არქივი საბურთალოზე და ქორწინების სახლი იუსტიციის სახლის შენობაში. ასევე თითო ლოკაციაზე შესაძლებელია სანოტარო […]