სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
სამწუხაროდ, საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. იმნაძის თქმით, ახალგაზრდა ქალი სტრასბურგში გარდაიცვალა და ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს. უცხოეთში COVID-19-ით საქართველოს 6 მოქალაქეა გარდაცვლილი.