სტრასბურგის სასამართლომ 2004-2008 წლებში საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკების „ჩადების“ პრაქტიკის არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა
2020 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დააკმაყოფილა მომჩივნის პრეტენზიები 2007 წელს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) მიერ მისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ თაობაზე. მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ სოდ-ის თანმშრომლებმა ნარკოტიკები მასთან განზრახ განათავსეს და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ემყარებოდა უკანონოდ მოპოვებულ […]