ქუთაისში არსებული ბლოკ-პოსტები უქმდება
ქუთაისში არსებული ბლოკ-პოსტები, რომელიც ვირუსის პრევენციის მიზნით იყო განთავსებული, უქმდება. იმერეთის მხარის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საკონტროლო პუნქტების დემონტაჟი დაწყებულია და ხვალ დილიდან ქალაქში 18 შესასვლელ-გამოსასვლელზე კონტროლი მოიხსნება. საკონტროლო პუნქტები 31 მარტს განთავსდა.