ნათია მეზვრიშვილი: დღეს რესურსები სახელმწიფოს აქვს, საუბარია როგორც ექიმებზე, ისე საწოლების ფონდზე, თუმცა ამოუწურავი არ არის, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები
თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნების 22:00 საათიდან დაკეტვის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ნათია მეზვრიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეასრულონ მთავრობის რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები. „როდესაც ჩვენ შევზღუდეთ […]