Tuesday, 05 May 2026
$ 2.69
3.15
£ 3.65
0.04
0.06

11 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 11 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 11 794 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 208-ით გაიზარდა და ის 6 327-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 7-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის […]

admin11.10.2020

დავით ტურაშვილი: ანა დოლიძე ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ პარლამენტს დაამშვენებდა

„ჩემი ღრმა რწმენით, ანა დოლიძე არა მხოლოდ ჩვენს პარლამენტს და ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებას, არამედ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერ პარლამენტს დაამშვენებდა,” – განაცხადა მწერალმა დათო ტურაშვილმა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. „ეს არის ადამიანი იმ ღირებულებების და თვისებების, რომელიც ძალიან მომწონს ადამიანში და განსაკუთრებით ქალში. ქალები რომ კაცებზე გაბედულები აღმოჩნდებიან ხოლმე […]

admin10.10.2020

ანა დოლიძე: მე ვიქნები მუხტი პარლამენტში, რომელიც შექმნის პოლიტიკას ხალხისთვის

„მე ვიქნები მუხტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც შექმნის პოლიტიკას არამხოლოდ პატარა ჯგუფებისთვის, არამედ შექმნის პოლიტიკას ხალხისთვის“, – განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე. შეხვედრაზე ანა დოლიძემ შეაჯამა საარჩევნო კამპანია და წარადგინა ორი ხედვა – ეროვნული – „პოლიტიკა ხალხისთვის“ და დიდუბე-ჩუღურეთი 2024 – „ჩემი უბანი -ჩემი ქვეყანაა“. „პირველი არის ეროვნული ფასეულობების ხედვა ექვსი პრიორიტეტული […]

admin10.10.2020

თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენები კაპიტალურად გარემონტდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. წელს პირველად, ქართველი სპეციალისტების მიერ სრულად აღდგება და გარემონტდება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბრძოლო შვეულმფრენები, რომლებიც შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზიდან თბილისის საავიაციო ქარხანაში უკვე განთავსდა. კაპიტალური რემონტი 5 ერთეულ მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენს ჩაუტარდება. ტექნიკის აღდგენის პროექტზე სააქციო […]

admin10.10.2020

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. გუშინ მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დღეს 12:00 საათიდან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს.

admin10.10.2020

10 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 10 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 253-ით გაიზარდა და ის 6 119-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით სულ 78 ადამიანი გარდაიცვალა.

admin10.10.2020

დონალდ ტრამპმა მთელი მსოფლიოს უფროსი თაობის ადამიანებს მიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფროსი თაობის ადამიანებს ვიდეოთი მიმართა და უთხრა, რომ „საშინელი დაავადების“, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური წამლები მალე, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. „ჩვენ უზარმაზარ პროგრესს ვაღწევთ ამ საშინელ დაავადებაზე, რომელიც ჩინეთმა გამოგვიგზავნა. ჩინეთი დიდ საფასურს გადაიხდის იმისათვის, რაც მათ გაუკეთეს მსოფლიოს და ჩვენ. მაგრამ ჩვენ გვაქვს წამლები, რომელიც კურნავს […]

admin10.10.2020

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, თბილისის 32-ე სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

თბილისის 32-ე სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლესა და დირექტორის მოადგილე კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი სკოლის დირექტორის, ნინო კაშიას ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბავშვი ოჯახთან ერთად არის გადაყვანილი ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც მე ვიცი, ინფიცირების პირველწყარო იყო მამა, რის შემდეგაც დაინფიცირდა ბავშვის დედა და შემდეგ ბავშვები. რაც შეეხება ჩემს მოადგილეს, ის გადაყვანილია კოვიდ-სასტუმროში, ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს. სკოლა 20 ოქტომბრის ჩათვლით […]

admin09.10.2020

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და „ვაჟა-ფშაველაზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

თბილისის მეტროსადგურებზე – „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრთა მიღება განახლდა და ამ ეტაპისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. საბურთალოს ხაზზე, ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე, დღეს მატარებლები „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობდნენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე დილიდანვე იმყოფებოდნენ და ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობდნენ. ამ ეტაპზე, შეზღუდვა მოხსნილია და თბილისის მეტროს მგზავრებს ორივე ხაზი შეუფერხებლად ემსახურება.   […]

admin09.10.2020

ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯის საქმის საეჭვო პოლიტიზება მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყანა და სამშობლო არ უყვარდათ

დავით გარეჯის საქმის საეჭვო პოლიტიზება მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყანა და სამშობლო არ უყვარდათ, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას.  მისივე თქმით, ჯერჯერობით სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი და საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების პოზიციაა მნიშვნელოვანი „სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი. ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ასეთი სავარაუდო დანაშაულები ვერ იქნება ჩადენილი დაბალ […]

admin09.10.2020