ბადრი ჯაფარიძე: მზად ვართ, ვიმუშავოთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს
ჩვენ, ყველამ ერთად, მათ შორის, „ქართულმა ოცნებამ“ ერთად უნდა ვიმუშავოთ, იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ. „ჩვენს მეგობრებს აწუხებთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში, ეძებენ გზებს და, ჩვენთან ერთად, მსჯელობენ ამ კრიზისიდან გამოსავალზე. ეს იყო ჩვენი განხილვის საგანი. პოლიტიკური კრიზისი სახეზეა. ამ შემთხვევაში, გაუცხოება და ერთმანეთთან დაპირისპირება არაა გამოსავალი. […]