თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება Facebook-ზე ავრცელებს. „ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა“, – აღნიშნულია განცხადებაში.