კახა კალაძე: უამრავმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, შეზღუდვის მიუხედავად, დავტოვოთ ღამის საათებში საახალწლო განათებები
თბილისის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განმარტა, რომ მოსახლეობის თხოვნით, დღეიდან თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები აღარ გამოირთვება. კახა კალაძის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება დადებითი განწყობა და სულიერი სიმხნევეა. „თქვენ იცით, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და, რა თქმა უნდა, ჩვენც საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები იყოს სრულად დაცული ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ეს არის […]