არჩილ თალაკვაძე: დროშა ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი სიმბოლოა და მის ქვეშ ყველა ერთად ვშრომობთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. „14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა. დროშა ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი სიმბოლოა და მის ქვეშ ყველა ერთად ვშრომობთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. ის აერთიანებს ყველას, ვისთვისაც საქართველო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ქართული დროშის ქვეშ იბრძოდნენ თაობები ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. […]