„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც პარტიის მიერ გასამართ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კალაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს […]