მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად, დამტკიცდა. თამარ გაბუნია დეტალურ პრეზენტაციას გააკეთებს, თუ რა მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს გეგმა. შესაბამისად, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ რა არის ჩვენი ხედვა და როგორ […]