ვახტანგ გომელაურმა მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული შენობა დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან – გიორგი ბუთხუზთან ერთად მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული შენობა დაათვალიერა. მომსახურების სააგენტოს დირექტორმა – ბესიკ ტეფნაძემ სტუმრებს მიმდინარე სიახლეები გააცნო და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული, თანამედროვე დიზაინის შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. შენობის ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის […]