სალომე ზურაბიშვილი: შეთანხმება ბევრს ნიშნავს პირველ რიგში საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადოება იყო გადაღლილი პოლარიზაციით, დაპირისპირებით
„დღევანდელი დღიდან ეს უკვე არის მრავალპარტიული პარლამენტი“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. მისი შეფასებით, დოკუმენტზე ხელმოწერით და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვით საზოგადოებამ ამოისუნთქა და ამავე დროს, გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუტი და მომავალში თუკი მსგავსი კრიზისი შეიქმნება, პრეზიდენტს ევროკავშირის და დასავლელი პარტნიორების ჩარევისა და “შეწუხების” გარეშე შეეძლება მისი […]