ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
ბაზისბანკსა და ლიბერთის შორის სისტემური და ტექნოლოგიური ინტეგრაციის ფარგლებში, ბაზისბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს თანხის განაღდება ლიბერთის ბანკომატებიდან იმავე პირობებით და ტარიფებით შეუძლიათ, რაც მათთვის ბაზისბანკის ბანკომატებში მოქმედებს. ასევე, ლიბერთის ბარათების მფლობელებიც ანალოგიური პირობებით ისარგებლებენ ბაზისბანკის ბანკომატებით. ინტეგრაციის შედეგად, ბაზისბანკ ჯგუფის მომხმარებლებისთვის თანხის განაღდების გეოგრაფია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მათ განკარგულებაში საქართველოს მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელი – […]