თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ელჩებსა და სამხედრო ატაშეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით მიმართა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე და ამ კუთხით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა ხაზგასმით […]