Thursday, 02 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.52
0.03
0.06

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ბოდიშს უხდის ავღანელ ხალხს

GUARDIAN.GE – ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაქცევის შემდეგ ბოდიშს უხდის ავღანელ ხალხს და აცხადებს, რომ ქაბულის დატოვება მის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. როგორც ღანიმ თქვა, მას არ ჰქონია თავისი ხალხის მიტოვების განზრახვა, თუმცა „ეს იყო მხოლოდ ერთადერთი გზა“. მან კიდევ ერთხელ უარყო „უსაფუძვლო“ ბრალდებები, რომ იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 169 […]

admin09.09.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემს კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკოლ ფაშინიანი წარმატებას და განვითარებას მოუტანს სომხეთს და სომეხ ხალხს. “მე მინდა მივესალმო სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს. მიხარია, რომ ჩემი ძვირფასი კოლეგა სტუმრობს დღეს თბილისს. მე […]

admin08.09.2021

ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით ვაქცინაციის საბჭო გაიმართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით ვაქცინაციის საბჭო გაიმართა. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ვაქცინაციის პროცესში არსებულ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს ბავშვთა იმუნიზაციის პროცესი, ქვეყანაში „სინოფარმის“ დამატებითი დოზების შემოსვლის საკითხი და ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც ვაქცინაციის ხელშეწყობისთვისაა მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე მინისტრმა მაღალ რისკჯგუფებში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე […]

admin08.09.2021

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ამერიკულ მხარესთან თავდაცვის ძალების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის შემდგომი ახალი ეტაპი საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის გაგრძელებასა და მდგრად ინსტიტუციურ განვითარებას ითვალისწინებს. მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინიციატივითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკულ მხარესთან დისტანციურ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. ქართულ მხარეს თავდაცვის […]

admin08.09.2021

„ლიბერთი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან მოქალაქეებს (3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება მიიღონ იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ისე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით. სუბსიდირებული […]

admin08.09.2021

126 ხმით, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვას დაეთმო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კოლეგებს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმებული კანონპროექტის მე-11 და მე-12 პუნქტები გააცნო, რომლებიც გარდამავალ დებულებაში აისახება და რომლის მიხედვითაც, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება. ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისთვის დაწესებული პარლამენტის წევრთა რაოდენობა […]

admin08.09.2021

ეროვნული ბანკი: საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 286 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სარეზერვო აქტივი მიიღო

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 286 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სარეზერვო აქტივი მიიღო. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. „Covid-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ფინანსური გამოწვევების წინაშე დააყენა. წევრი ქვეყნების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისა და კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) მიმდინარე წელს ნასესხობის სპეციალური უფლების (SDR – Special Drawing Rights) განაწილების ახალი წესი […]

admin07.09.2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. […]

admin07.09.2021

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში პრემიერის მასპინძლობით იმყოფებიან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და კონგრესმენთა საქართველოში ვიზიტი ქვეყნებს შორის მზარდი თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის” თანასპონსორები არიან, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა. ხაზი […]

admin06.09.2021

კახა კალაძემ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი გაიარა

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ინიციატივით, ნარკოტესტი გაიარა. „სუფთა ვარ ყველანაირად. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, ანალოგიურად, ჩაიტაროს ტესტირება და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები. მინდა მივმართო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ აქვთ უფლება, ეს შედეგები გაასაჯაროონ და […]

admin06.09.2021