Thursday, 02 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.52
0.03
0.06

აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.4 პროცენტიანი ზრდა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.02 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. მათივე […]

admin20.09.2021

საქართველოში იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია. საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 2 610.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს ანუ 26.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 6 072.7 მლნ. აშშ დოლარს, რაც 20.7 პროცენტით […]

admin20.09.2021

ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური ნიუ-იორკს 20-25 სექტემბერს ეწვევა. 21 სექტემბერს, გაერო-ს 76-ე სესიის გენერალური დებატები ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრი გენერალური დებატების […]

admin20.09.2021

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი): წმინდა სახარებაში წარმოდგენილია იგავი ბოროტ მევენახეებზე, რომლებიც აღმოჩნდნენ მოღალატენი

ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ შეიძლება ახლიდან დავიწყოთ ცხოვრება, როგორც ყოველთვის; მოვინანიოთ, ვცადოთ, ახლიდან დავიწყოთ ცხოვრება, რომ ასეთი კეთილი მევენახეები გავხდეთ და გამოვავლინოთ ჩვენი მადლიერება. რას ნიშნავს მადლიერება? ეს ნიშნავს, რომ სიხარული მიანიჭო ღმერთს, გაახარო შენი ქცევით, შენი აზროვნებით, შენი ცხოვრებით და ასევე გაახარო მოყვასი, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა […]

admin19.09.2021

ჯუანშერ ბურჭულაძემ მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ეცნობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, აღმოსავლეთის სარდალთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის ტერიტორია დაათვალიერა. თავდაცვის მინისტრი ადგილზე გაეცნო ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ახალი ყაზარმის მშენებლობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღო. მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა […]

admin18.09.2021

მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. დასკვნით წვრთნებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, მისი მოადგილე და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საარტილერიო ქვედანაყოფმა საველე სწავლება ბატალიონის დონის შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებით განახორციელა. საარტილერიო სწავლება ორფოლოს […]

admin18.09.2021

უკრაინიდან არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის ძებნილი მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა

უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა მ.ქ.-ს ექსტრადირების შესახებ და იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს, უკრაინიდან საქართველოში იქნა ეტაპირებული.მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლოდ 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული […]

admin18.09.2021

საქართველოს საპატრიარქო გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათი „დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს. სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთვევაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ“. საპატრიარქოს […]

admin18.09.2021

2021 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 29.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 912.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 29.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 10.3 პროცენტით. ამასთან, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო […]

admin17.09.2021

ჯუანშერ ბურჭულაძე პირველ ქვეით ბრიგადაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ამჯერად ჯუანშერ ბურჭულაძე გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად ახლადგარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა, სადაც შეიცვალა სახურავი, შეიღება ფასადი, განახლდა გათბობის სისტემა და მოწესრიგდა სველი წერტილები. პირველი […]

admin17.09.2021