ირაკლი ღარიბაშვილი: არის მოლოდინი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში შემცირდება ინფიცირების რაოდენობა და ვფიქრობთ, მარტის ბოლოსთვის, აპრილისთვის სიტუაცია დასტაბილურდება
პანდემიის მართვის კუთხით ჯანდაცვის მინისტრს აქვს სრული კონტროლი, მიუხედავად იმისა, რომ 200 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, დაწოლა აბსოლუტურად არ გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორზე, მინისტრი სრულად ფლობს და აკონტროლებს სიტუაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 1000-ზე მეტმა ოჯახის ექიმმა გაიარა განმეორებითი ტრენინგი, მათ შორის 100-ზე მეტი კოვიდკლინიკის […]