Friday, 03 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.52
0.03
0.06

მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ. არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური რეალობა სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანები სიღატაკისგან, უიმედობისგან, უპერსპექტივობისგან, კორუფციის და ნეპოტიზმით შექმნილი გაუსაძლისი გარემოსგან და ზოგადად, მინიმალური საცხოვრებელი პირობების არქონის გამო – იტანჯებიან. ჩვენ დავკარგეთ ძვირფასი წლები როდესაც ეკონომიკა ვერ განვითარდა, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად გაჭირვებამ, ტრანსპორტზე, საკვებზე […]

admin03.02.2022

საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.6 პროცენტით განისაზღვრა. უწყების ცნობით, ყოველთვიური […]

admin03.02.2022

ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ […]

admin02.02.2022

ვლადიმერ პუტინმა აშშ რუსეთის უკრაინასთან ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის უკრაინასთან ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ ამერიკის მიზანია გამოიყენოს კონფრონტაცია როგორც საბაბი რუსეთისთვის უფრო მეტი სანქციების დასაწესებლად. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ იგნორირებას უწევს რუსეთის შეშფოთებას ევროპაში ნატოს ალიანსის ძალებთან დაკავშირებით. უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა განაცხადა: „მეჩვენება, რომ შეერთებული შტატები […]

admin02.02.2022

გიორგი ღიბრაძე: იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია, ქვეყნის შიგნით „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო აღარ იქნება დღეიდან

„მწვანე პასპორტის“ გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და რეალურად ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის, შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება “მწვანე პასპორტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია, ქვეყნის შიგნით “მწვანე პასპორტი” სავალდებულო აღარ იქნება დღეიდან, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაცია არის […]

admin01.02.2022

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება

„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ […]

admin01.02.2022

ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ეწვია. ნატოელ გენერალს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს და ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ბრიგადის გენერალ ჯოზეფ სპიშაკს საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურისა და […]

admin01.02.2022

ლევან დავითაშვილი: საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის პრეზენტაციას მომავალ კვირას პრემიერ-მინისტრი წარადგენს

ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა იგეგმება 2022 წელს, იმისთვის, რომ რეალურად შევძლოთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების წახალისება და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პრეზენტაციას მომავალ […]

admin31.01.2022

მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღევანდელ სხდომაზე 9 საკითხი განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა. საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო სისტემის „JAVELIN“-ების დამატებითი პარტიის შესყიდვაზე მუშაობს. როგორც ცნობილია, 2021 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის „JAVELIN“-ების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ […]

admin31.01.2022

საქართველოში 2021 წელს შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 5,6%-ით გაიზარდა

საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს გაცემულია 10 095 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტი), 7 434.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 42.8 პროცენტით მეტი). ნებართვების 74.4 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 9.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი – ქვემო ქართლის […]

admin31.01.2022