Friday, 03 July 2026
$ 2.64
3.02
£ 3.53
0.03
0.06

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსეთმა ინტენსიური დაბომბვა დაიწყო ჩვენი ობიექტების

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „დღეს, 24 თებერვალს, 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს ჩვენი ობიექტების აღმოსავლეთში, ასევე წამოიწყეს სარაკეტო დარტყმები ბორისპოლის, ოზერნომუს, კულბაკინომუს, ჩუგუევის, კრამატორსკის და სხვა აეროპორტებზე. ამავე დროს, აგრესორმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლების საარტილერიო დაბომბვა დაიწყო . უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო […]

admin24.02.2022

ირაკლი ღარიბაშვილი: იუნკერების გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა

თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იუნკერების თავგანწირვა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის ეზოში გვირგვინით შეამკო იუნკერთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. „ჩვენ დღეს პატივს […]

admin23.02.2022

ჯო ბაიდენი: „ეს არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისი“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას „საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა“ უწოდა და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს და ძალის გამოყენებით, უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის წაღება სურს. „ეს არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისი“, – განაცხადა ბაიდენმა, პუტინის მიერ დონბასის რეგიონში ჯარების გაგზავნის შესახებ […]

admin23.02.2022

პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა იქნებოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანონმდებლებს შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვრებს გარეთ გამოყენების ნებართვის მიღებაზე თხოვნით მიმართა, რასაც ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატამ კენჭისყრაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ეს კი პუტინს ოფიციალურად რთავს ნებას გააგზავნოს ჯარები უკრაინის დონბასის რეგიონში და სხვაგანაც. პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა იქნებოდა და მოუწოდა უკრაინას განიარაღდეს, რადგან […]

admin22.02.2022

ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხუთი რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქცირების შესახებ გამოაცხადა. ეს ბანკებია: „რასია“, „IS ბანკი“, „ჯენერალ ბანკი“, პრომსვიაზბანკი“ და „ბლექ სი ბანკი“. პრემიერ-მინისტრმა ასევე სანქციები დაუწესა სამ პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. ჯონსონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ბოლო შესაძლებლობამდე განაგრძობს მცდელობას საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს, მაგრამ არ უნდა იქნას გამორიცხული, […]

admin22.02.2022

„საპენსიო მომსახურების სატენდერო პირობებზე ეროვნული ბანკის პოზიცია მკაფიო უნდა ყოფილიყო“ – გიორგი ცუცქირიძე

საფინანსო და საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკის შერჩევის კრიტერიუმის განსაზღვრაზე, „გარეგნული მიმზიდველობის მიუხედავად, რისკებთან ერთად, ნაჩქარევ და პოლიტიკურ ელფერსაც ატარებს“. როგორც ცუცქირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებისას ეროვნული ბანკის პოზიცია გაცილებით მკაფიო და არგუმენტირებული უნდა ყოფილიყო. „საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის […]

admin22.02.2022

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი განიხილავს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე. მან ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დაჟინებით მოუწოდა თავის ევროპელ მოკავშირეებს არ დაელოდონ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მან რუსეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შესაძლებლობა უარყო, მაგრამ თქვა, რომ მზად არის საომარი მდგომარეობა შემოიღოს, თუკი ეს მოხდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, […]

admin22.02.2022

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირება ვეღარ გაგრძელდება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გათვალისწინებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირება ვეღარ გაგრძელდება. რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, მაგრამ ამ დრომდე არ დაწყებულა მისი ოპერირება. ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ დღეს გამოაცხადებს, რაც მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი […]

admin22.02.2022

განათლების სამინისტრო: სასწავლო დაწესებულებებში თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება ძალაში რჩება

სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სკოლებისთვის შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება. „როგორც ცნობილია, […]

admin22.02.2022

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ ქვეყანამ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკი გადაიარა, რაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას იძლევა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: • 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%; • 1-ლი მარტიდან, […]

admin22.02.2022