ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეის პირისპირ შეხვდა. ევროკომისიაში შეხვედრისას აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ ივნისში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ საბჭოს მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად […]