ირაკლი ღარიბაშვილმა Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე ქართულ ენერგოსექტორში დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა. მხარეებმა ქართულ ენერგოსექტორში განხორციელებული და დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ Tata Power, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის […]