Friday, 09 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.43 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო სამ წელში, დაახლოებით 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა

2020 წელს მთელი ქვეყნის მშპ დაახლოებით 50 მილიარდი ლარი იყო, წელს 80 მილიარდ ლარამდეა, ბოლო სამ წელში, დაახლოებით 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წელს მოქალაქეების დეპოზიტების საერთო მოცულობა 2 მილიარდ დოლარზე მეტი იყო და ამდენივე იყო ლარში, ახლა კი 23 მლრდ დოლარია, […]

admin11.09.2023

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალურ მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მომხდარი ძლიერი, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა, დაახლოებით ამდენივე ადამიანია დაშავებული, რომელთაგან 1 400-ს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. განმეორებითი ბიძგების შიშის გამო, მიწისძვრიდან მეორე ღამეს მაროკოელთა დიდმა ნაწილმა ქუჩებში დარჩენა და იქ ძილი არჩია. დაღუპულთა უმეტესობა ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე […]

admin10.09.2023

რუსეთით იმედგაწბილებული სომხეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

რუსეთის ფედერაციის ხანგრძლივი მოკავშირე, სომხეთი, რომელმაც არაერთხელ გამოხატა იმედგაცრუება კრემლისადმი, სექტემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავს. ეს მოიცავს რუსეთის ეგიდით შქმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დატოვების მუქარას და სამხედრო წვრთნების მასპინძლობაზე უარს. აღნიშნულის შესახებ Business Insider-ი წერს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნები სახელწოდებით „Eagle Partner 2023“ 11-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდება და გამიზნულია იმისათვის, რომ […]

admin09.09.2023

ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯოზეფ ბორელს. მინდა მას მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩამობრძანებისთვის. ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბორელს, კიდევ ერთხელ. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ, რა თქმა […]

admin08.09.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და ევროკავშირთან არსებულ პარტნიორობაზე, მაღალი შეფასება მიეცა უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტს როგორც მხარდაჭერისა და პარტნიორობის მორიგ დადასტურებას. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესისა და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადადგმული […]

admin08.09.2023

ილია დარჩიაშვილი: ჯოზეფ ბორელის ვიზიტს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი ცალსახად შესძენს ახალ იმპულსს ერთი მხრივ, საქართვლო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ხოლო მეორე მხრივ, ექნება მნიშვნელოვანი გავლენა შესაბამის გადაწყვეტილებებზე”- ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც უმაღლესი წარმომადგენლის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მინისტრის თქმით, ოქტომბერში […]

admin07.09.2023

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან დარღვევით მშენებლობებზე ჯარიმები გაიზრდება

ფოტო: თბილისის მერიის Facebook-ის გვერდიდან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის ჯარიმების ზრდაზე კანონპროექტი შემუშავდა, რომელიც დასამტკიცებლად, საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება, – განაცხადა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, ჯარიმები I და II კლასის შემთხვევაში, დაახლოებით, 3-ჯერ, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში, 5-ჯერ იზრდება. […]

admin06.09.2023

ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (40.0%), რუსეთი (24.5%) და აშშ (13.3%) წარმოადგენდა

ივლისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.6%-ით დაიკლო და 301.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 2.5%-ით, 28.4 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები ივლისში კვლავ მაღალი იყო და 74 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა წლიურად […]

admin06.09.2023

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია

განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსფინალისტები დასახელდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს. 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს […]

admin06.09.2023

კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება. […]

admin05.09.2023