[ვიდეო] ანსამბლი „რუსთავი“ იაპონიაში ტოჩინოშინის კარიერის დასრულების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე წარდგა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის), კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილ მიღებაზე კულტურული პროგრამა წარადგინა. საღამოს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, უცხოელი დიპლომატები, საპატიო სტუმრები, ლევან გორგაძის ოჯახის […]