საქართველოში ფულადი გზავნილები აპრილში წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და 318.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.1 მლნ აშშ დოლარი (857.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.6%-ით (22.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აპრილში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.5%-ს შეადგენს, შესაბამისი 141.5 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.8%-ს უტოლდება. […]