გიორგი გახარია: „ბოლო ორი წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია მშენებარე პროექტებში, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, ამ ხალხს შუა გზაზე ვერ მივატოვებთ“
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის და საქართველოს მთავრობა ამ ხალხს ვერ მიატოვებს. „ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, იმ კომპანიების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის უმძიმესი კრიზისი, იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის კრიზისი და […]