მარკო რუბიო იმუქრება, რომ აშშ ძალიან მალე გადგება განზე რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებიდან, თუკი არ იქნება ზავის დადების მყისიერი ნიშნები
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მცდელობაზე რამდენიმე დღეში იტყვის უარს, თუ არ იქნება ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და ზავის დადების მკაფიო ნიშნები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს ომის დასრულებაში დახმარება, მაგრამ მზად არის გამოეთიშოს პროცესს, თუ არ იქნება პროგრესის მყისიერი ნიშნები. „ჩვენ არ ვაპირებთ ამ მცდელობის გაგრძელებას […]