„რესპუბლიკურმა პარტიამ“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა
„რესპუბლიკელებმა“, ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის შესაქმენლად საჭირო 218 ადგილი მოიპოვეს, იტყობინება BBC-ის ამერიკული პარტნიორი CBS News-ი. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო ადგილი ოთხშაბათს, კალიფორნიის 27-ე ოლქის მოქმედი კონგრესმენის, მაიკ გარსიას გამარჯვების შედეგად მოიპოვეს. CBS-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტია“ ახლა სავარაუდოდ 218-223 მანდატს მიიღებს კონგრესის 435-ადგილიან ქვედა პალატაში. […]