ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა თანამდებობა დატოვა
ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა, გასულ თვეს მისი მეოთხე ვადით არჩევის სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შემდეგ, რასაც ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციები და მასობრივი არეულობები მოჰყვა, თანამდებობა დატოვა. პოსტებიდან წავიდნენ ასევე ვიცე-პრეზიდენტი ალვარო გრაცია ლინერა და სენატის პრეზიდენტი ადრიანა სალვატიერა. დედაქალაქის ქუჩები მოზეიმე პროტესტანტებით გაივსო. კვირას, საერთაშორისო მონიტორებმა პრეზიდენტს 20 ოქტომბერს გამართული არჩევნების ანულირებისკენ მოუწოდეს, რადგან მათი […]