ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა რამდენიმე ათწლეული დასჭირდეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღებას ათწლეულები დასჭირდება. სტრასბურგში, ევროკავშირის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მან უკრაინას შესთავაზა ბლოკში გაწევრიანების დალოდების პერიოდში „პარალელურ ევროპულ საზოგადოებას“ შეუერთდეს. მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას სხვა გზებით. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ამა წლის თებერვალში, რუსეთის შეჭრიდან მეოთხე დღის შემდეგ დაიწყო. […]