ისრაელმა ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცენტრალურ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც თელ-ავივის სიახლოვეს მდებარე ამ ქალაქში ისრაელელმა არაბებმა ბუნტი წამოიწყეს, რომელიც სრულმასშტაბიან არეულობებში გადაიზარდა. BBC-ის ცნობით, ლოდში პროტესტანტებმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციელებს ქვები დაუშინეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ეკიდა ასევე, სინაგოგებს და რამდენიმე ბიზნესობიექტს. ბოლო ცნობებით, შეხლა-შემოხლისას 12-მა ადამიანმა მიიღო დაზიანებები. […]