საქართველო

საქართველო არის მთელს რეგიონში ამერიკის ყველაზე ძლიერი სტრატეგიული მხარდამჭერი- დავით ზალკალიანი

admin 08.02.2019

ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი მათთვის, ვინც რუსეთის უკანონო ქმედებას მხარს უჭერს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასდროს არ იქნება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარებული და მიღებული.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კონგრესმენ ფრანცის რუნის მიერ ინიცირებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, რომელიც საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი  დამოკიდებლობის აღიარებას გმობს.

მინისტრის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს არა მხოლოდ აშშ, არამედ ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობა.

დავით ზალკალიანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა, რომელიც
გამოიხტება არამხოლოდ რეზოლუციებში და მხარდამჭერ განცხადებებში, არამედ კონკრეტულ ქმედებებში, მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.