საქართველო

გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

admin 30.01.2019

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და საბერძნეთის ელჩები.

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობასა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ელჩებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების ეფექტიან მუშაობას და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით, თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კიდევ უფრო გაღრმავდეს.