საქართველო

ნინოწმინდის მერმა ანი მოსოიანმა ბათუმში გამართულ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეებს დიპლომები გადასცა

admin 12.12.2018

ბათუმში გამართულ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზში“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან წარგზავნილებმა მიიღეს მონაწილეობა და დიპლომებიც მოიპოვეს.

ფესტივალის სახელით დიპლომები 5 საუკეთესო მონაწილეს – ანნა ბდოიანს, თაგუჰი ოგანესიანს, აღუნიკ ნაზარიანს, სიუზანნა კირაკოსიანს და ანნა ალთუნიანს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გადასცა.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.