საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი დაინფიცირდა, ერთი კი გამოჯანმრთელდა

admin 24.07.2020

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 912-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 936 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.