საქართველო

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი

admin 15.07.2020

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge ავრცელებს.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1003 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 873-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.