საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

admin 02.07.2020

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 23 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი დღემდე 939 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 817 გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3080 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.