საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა

admin 02.06.2020

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge ავრცელებს.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2508 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 300.