საქართველო

სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებული დეტალები ხვალ გახდება ცნობილი

admin 14.04.2020

სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებული დეტალები ხვალ გახდება ცნობილი, – განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, სააღდგომო ლიტურგიის მსახურება ჩატარდება.

„ამის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი, ნაჩქარევი იქნება რაღაც ვარაუდები გამოვთქვა, ხვალამდე უნდა მოვიცადოთ“ , – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.