მსოფლიოს ახალი ამბები

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ თითქმის 800-ს მიაღწია

admin 25.03.2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 800-ს მიაღწია, ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები კი დაახლოებით 55 000-ს შეადგენს. ყველაზე მეტი დარტყმა ნიუ იორკის და კალიფორნიის შტატებმა მიიღეს. ბევრმა შტატმა დახურვის სხვადასხვა დონის შესახებ გამოაცხადა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ აშშ შესაძლოა პანდემიის შემდეგი გლობალური ეპიცენტრი გახდეს. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია „დაჩქარებული წესით“ ვრცელდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პირველად ეპიცენტრის იდენტიფიცირება ჩინეთში მოახდინა, შემდეგ ევროპაში, სადაც იტალიას სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მთელ მსოფლიოში.