საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

admin 18.03.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინში ამ დროისთვის 1130 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81 პაციენტია.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა, ის უკვე სრულად არის გამოჯანმრთელებული და ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა.