საქართველო

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს

admin 28.04.2020

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.