საქართველო

პროკურორი: არსებობს ჩანაწერები, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე

admin 18.09.2020

საქმეში ნამდვილად მოიპოვება გარკვეული ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად მძიმე მოსასმენი და საყურებელია და ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ჩანაწერები, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე, – განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა.

მისი თქმით, მისი ტელეფონიდან და Youtube-არხიდან მოპოვებული ვიდეომასალა საკამაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რადგან ისინი თამარ ბაჩალიაშვილის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.