საქართველო

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

admin 28.11.2020

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება Facebook-ზე ავრცელებს.

„ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა“, – აღნიშნულია განცხადებაში.