საქართველო

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის პოსტს კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს

admin 03.09.2019

პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სუსი-ს ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის პოსტს კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

გახარიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის მოქმედი მინისტრი ლევან იზორია მაღალ თანამდებობაზე განაგრძობს საქმიანობას და იგი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.