საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში საბავშვო ბაღის აღდგენა დაიწყო

admin 25.07.2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დიოკნისი“ არსულებს. პროექტისთვის 20 483 ლარია გათვალისწინებული, რომლის სარემონტო სამუშაოებიც 15 სექტემბრამდე დასრულდება.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.