საქართველო

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

admin 11.08.2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქ.გარდაბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მონიტორინგის ფარგლებში, მერი ადგილზე გაეცნო ქ.გარდაბანში სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის მშენებლობისა და ლევან დევდარიანის სახელობის #1 საჯარო სკოლის, სპორტული დარბაზის რეაბილიტაციის პროცესს.

მერის განცხადებით- „მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ასევე ყოველდღიურ რეჟიმში ხდება სამშენებლო პროცესის მონიტორინგი, რაც მშენებლობის ხარისხზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს“.